წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 21, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2017 11:57

ცნობა  №  17-60

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ასევე კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N760/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 21 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 21 დეკემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები