საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ცნობა № 16-04

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 26 იანვარს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18) იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 26 იანვრისა.