საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით
ცნობა № 18-22

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 522 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, ასევე, 115-ე მუხლის, ასევე კომისიის 2018 წლის 29 მარტის N205/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე კომისიის 2018 წლის 3 მაისის N260/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 7 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 7 ივნისისა.