წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე

სხდომის თარიღი: დეკემბერი 01, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2016 16:28

ცნობა  №  16-46

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე  მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის N691/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის N45 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 01 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 01 დეკემბრისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები