საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით
ცნობა № 20-10

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი და მე-5 პუნქტის ”ა”ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილი, VII და IX თავების ასევე კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის Nგ-19-23/731 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2020 წლის 6 თებერვლის N3 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 20 თებერვალს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 20 თებერვლისა.