წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 30, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2020 14:34

ცნობა  №  20-20

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი და მე-5 პუნქტის  ”ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილი, VII და  IX თავების ასევე კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის Nგ-19-23/731 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk)  მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე, 2020 წლის 6 თებერვლის N3 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის,  2020 წლის 20 თებერვლის N04 საოქმო გადაწყვეტილების და 2020 წლის 26 მარტის N10 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 30 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 30 მარტისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები