წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ფიზიკურ პირ მიხეილ არბოლიშვილის საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 04, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2016 11:56

ცნობა  №  16-41

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ფიზიკურ პირ მიხეილ არბოლიშვილის საჩივრის განხილვის მიზნით

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 და მე-10 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის N628/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ მიხეილ არბოლიშვილის საჩივრის განხილვის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N39 ზეპირი მოსმენის სხდომის  ოქმის და 2016 წლის 27 ოქტომბრის N42 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 04 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 04 ნოემბრისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები