საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე და „მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2007 წლის N498/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის მიზნით
ცნობა № 18-41

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 21-ე და 35-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და IX თავის, ასევე კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის N601/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე და „მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2007 წლის N498/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 22 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 22 ნოემბრისა.