საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ცნობა № 18-08

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N29/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 22 თებერვალს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 22 თებერვლისა.