წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების მიზნით

სხდომის თარიღი: აპრილი 23, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2020 15:58

ცნობა  №  20-18

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, ასევე კომისიის 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-23/328 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად,  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 23 აპრილს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 23 აპრილისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები