წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით

სხდომის თარიღი: აპრილი 23, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2020 17:29

ცნობა  №  20-23

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, ასევე კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის Nგ-20-23/152 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე 2020 წლის 26 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის  შესაბამისად და  2020 წლის  2 აპრილის N12 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 23 აპრილს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 23 აპრილისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები