წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 07, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2019 15:13

ცნობა  №  19-14

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის, ასევე კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის N77/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე 2019 წლის 25 აპრილის N7 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 7 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 7 მაისისა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები