საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისთვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით
ცნობა № 15-45

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 47-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 22 ოქტომბრის №635/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისთვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 05 იანვარს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 05 იანვრისა.