წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 26, 2015 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2015 17:57

ცნობა  №  15-42

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 28 ოქტომბრის №637/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 26 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 26 ნოემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები