წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების ჩატარების მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 02, 2017 13:00

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2017 18:52

ცნობა  №  17-49 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების ჩატარების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების და ასევე კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში გამოცხადდა კონკურსები ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 2 ნოემბერს, 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 2 ნოემბრისა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები