წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ქ. ქუთაისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 02, 2017 13:00

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2017

ცნობა  №  17-05

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ქ. ქუთაისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების მიზნით

 

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების  შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N852/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში გამოცხადდა კონკურსი ქ. ქუთაისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2017 წლის 02 მარტს, 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 02 მარტისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები