წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე სს „სილქნეტის“ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 21, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 18:32

ცნობა  №  17-61

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე სსსილქნეტის“ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ასევე კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის N772/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე  სსსილქნეტის“ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 21 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 21 დეკემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები