წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: ივლისი 20, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2017 11:57

ცნობა  №  17-31

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის, ასევე კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N425/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2017 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივლისისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები