წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 28, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2017 18:01

ცნობა  №  17-62

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის  6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის, ასევე კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის N780/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 28 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 28 დეკემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები