საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 17-11

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, ასევე კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N57/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში განიხილება საკითხი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 9 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 9 მარტისა.