საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 16-08
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2016 წლის 04 თებერვლის №66/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 04 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 04 მარტისა.
