საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ცნობა № 19-21

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ასევე VII და IX თავების შესაბამისად, ასევე კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს Nგ-19-23/474 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 12 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 12 სექტემბრისა.