წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 02, 2017 12:00

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2017 17:55

ცნობა  №  17-21

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის, ასევე კომისიის 2017 წლის 30 მარტის N216/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2017 წლის 2 მაისს, 12:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 2 მაისისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები