წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 11, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 12:34

ცნობა  №  17-24

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის, ასევე კომისიის 2017 წლის 30 მარტის N216/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2017 წლის 2 მაისის N14 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2017 წლის 11 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები