წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ჩვენი რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: სექტემბერი 13, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 13:55

ცნობა  №  18-34

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპსჩვენი რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B198 და  №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, ასევე კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს N473/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B198 და  №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 13 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 13 სექტემბრისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები