საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის შპს “მაგთიკომის“ მიერ შეძენის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით
ცნობა № 16-42
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის შპს “მაგთიკომის“ მიერ შეძენის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 04 ოქტომბრის N665/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის შპს “მაგთიკომის“ მიერ შეძენის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 04 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 04 ნოემბრისა.
