წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ჯეოსელის“ (ს/კ 203841940) სს “სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმის გამოკვლევის მიზნით

სხდომის თარიღი: სექტემბერი 20, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2018 10:16

ცნობა  №  18-36

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ჯეოსელის“ (ს/კ 203841940) სს “სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმის გამოკვლევის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის და  IX თავის, ასევე კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს N489/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელის“ (ს/კ 203841940) სს “სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმის გამოკვლევის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 20 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბერს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები