წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: ივნისი 23, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2016 12:20

ცნობა  №  16-21

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) პუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ასევე 2016 წლის 31 მაისის N337/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 16 ივნისის N26 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 23 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 23 ივნისისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები