საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიას” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ცნობა № 16-26

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, ასევე 2016 წლის 30 ივნისის N437/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიას” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 28 ივლისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 28 ივლისისა.