საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №135/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ცნობა № 17-22

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის, ასევე კომისიის 2017 წლის 6 აპრილის N237/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №135/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 11 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა.