წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს თიბისი ბანკის საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 16, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2017 18:47

ცნობა  №  17-53

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპსკავკასუს ონლაინისმიმართ სს თიბისი ბანკის საჩივრის განხილვის მიზნით 

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-103 მუხლის პირველი პუნქტისა და 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის და ასევე კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის N601/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს თიბისი ბანკის საჩივრის განხილვის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N31, 2017 წლის 12 ოქტომბრის N33, 2017 წლის 26 ოქტომბრის N34, 2017 წლის 2 ნოემბრის N36 და 2017 წლის 9 ნოემბრის N37 ზეპირი მოსმენის სხდომების ოქმების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 16 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 16 ნოემბრისა.

ცნობა განახლდა 09.11.17

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები