წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: აპრილი 30, 2015 16:00

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2015 18:56

ცნობა  №  15-12

 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე–401 მუხლის მე–11 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 21 აპრილის №201/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით.

 

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 30 აპრილს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 30 აპრილისა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები