წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „MAXNET“-ის წინააღმდეგ მომხმარებელ ბ. ბალიაურის საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: თებერვალი 06, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2020 19:39

ცნობა  №  20-08

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „MAXNET“-ის წინააღმდეგ მომხმარებელ ბ. ბალიაურის საჩივრის განხილვის მიზნით

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის ვ) და ძ) ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ასევე კომისიის 2020 წლის 23 იანვრის Nგ-20-23/41 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „MAXNET“-ის წინააღმდეგ მომხმარებელ ბ. ბალიაურის საჩივრის განხილვის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის,  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 06 თებერვალს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 06 თებერვლისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები