წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: სექტემბერი 06, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 12:01

ცნობა  №  18-32

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

 

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N457/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 6 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 6 სექტემბრისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები