წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მედია ჯგუფის“კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 21, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2020 13:43

ცნობა  №  20-26

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მედია ჯგუფის“კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს    კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   74-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   გ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  115-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2020 წლის 16 აპრილის Nგ-20-23/398 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 21 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 21 მაისისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები