წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გ.ცერცვაძის საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: აპრილი 06, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2017 17:47

ცნობა  №  17-18 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გ.ცერცვაძის საჩივრის განხილვის მიზნით

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ასევე კომისიის 2017 წლის 16 მარტის N170/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გ.ცერცვაძის საჩივრის განხილვის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2017 წლის 6 აპრილს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 6 აპრილისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები