საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნოშრევან სამხარაძის საჩივრის განხილვის მიზნით
ცნობა № 15-43
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნოშრევან სამხარაძის საჩივრის განხილვის მიზნით
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 29 ოქტომბრის №650/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნოშრევან სამხარაძის საჩივრის განხილვის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის ზეპირი მოსმენის N37 და N40 სხდომის ოქმის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 14 იანვარს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 14 იანვრისა.
