წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 10, 2016 18:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2016 13:09

ცნობა  №  16-07

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპსმობიტელისადა შპსკავკასუს ონლაინისერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) განხილვის მიზნით

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2016 წლის 05 იანვრის №07/23 და 2016 წლის 9 თებერვლის N71/19 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპსმობიტელისადა შპსკავკასუს ონლაინისერთობლივი განცხადების  (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) განხილვის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 9 თებერვლის N71/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 10 მარტს, 18:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 10 მარტისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები