წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „შპს „მობიტელისათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით

სხდომის თარიღი: სექტემბერი 29, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2016 17:04

ცნობა  №  16-34

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „შპს „მობიტელისათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის  №56/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 01 სექტემბრის N611/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის  №56/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 29 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 29 სექტემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები