წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 19, 2016 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2016 18:01

ცნობა  №  16-18

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2016 წლის 07 აპრილის №225/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის N22 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 19 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 19 მაისისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები