წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №122/1გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: სექტემბერი 13, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 13:53

ცნობა  №  18-33

 საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №122/1გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს N472/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №122/1გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 13 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 13 სექტემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები