საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1, №328/1 და №331/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ცნობა № 17-57

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, ასევე კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის N740/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №№B138, B139 და B142 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №327/1, №328/1 და №331/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 14 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 14 დეკემბრისა.