წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B140 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №329/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: სექტემბერი 06, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 12:00

ცნობა  №  18-31

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპსქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B140 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №329/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის  პირველი   პუნქტის  ა) ქვეპუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, ასევე კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N456/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B140 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №329/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 6 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 6 სექტემბრისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები