წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „რ-რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 19, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2020 17:41

ცნობა  №  20-12

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „რ-რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   74-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   გ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  115-ე მუხლის, ასევე კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რ-რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 19 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 19 მარტისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები