წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის“ კერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: ივნისი 14, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2018 11:04

ცნობა  №  18-23

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიო ეფ-ემ“-ის“ კერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და  კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

 ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2018 წლის 17 მაისის N290/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის“ კერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და  კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

 

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 14 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 14 ივნისისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები