წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B193 და №B64 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის №326/1 და 2013 წლის პირველი მაისის №292/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: ოქტომბერი 05, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2017 12:23

ცნობა  №  17-48

 საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B193 და №B64 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის №326/1 და 2013 წლის პირველი მაისის №292/6  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების და ასევე კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის N602/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B193 და №B64 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის №326/1 და 2013 წლის პირველი მაისის №292/6  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 5 ოქტომბრისა.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები