წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 18, 2022 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2022 18:06

ცნობა  №  22-13

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 14 ივლისის Nგ-22-23/312 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 18 აგვისტოს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები