წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „რადიოცენტრი პლუსის“კერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 29, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2018 10:26

ცნობა  №  18-17

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპსრადიოცენტრი პლუსისკერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N82/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპსრადიოცენტრი პლუსისკერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. 

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2018 წლის 15 მარტის N158/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 29 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 29 მარტისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები