წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო მაუწყებლობის №B95 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 07, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2017 11:25

ცნობა  №  17-54

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო მაუწყებლობის №B95 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ასევე კომისიის 2017 წლის 2 ნოემბრის N723/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო მაუწყებლობის №B95 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად,  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 7 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 7 დეკემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები