წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 06, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2018 12:01

ცნობა  №  18-45

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის, ასევე კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის N621/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. 

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 6 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 6  დეკემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები